საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

11 იანვარი 2017, 00:00 2751 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული ძეგლების დაზიანებისა და განადგურების პრაქტიკა. როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსული და აფხაზური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 3 იანვარს, აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით გაანადგურეს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდასთან არსებული მრავალფენიანი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი - VIII-IX და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევი და ასევე XX ს-ის შუა ხანების პოლონელთა სასაფლაო. სამინისტრო მოუწოდებს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და დაცვის მიზნით”.

ამავე კატეგორიაში