ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა ზამთარში გაზის მოხმარების ნებაყოფლობითი შემცირების თაობაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. ეს არ იყო შეუძლებელი მისია. მინისტრებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას გაზზე მოთხოვნის შემცირების შესახებ, საუბარია ზამთრის სეზონზე“ - აცხადებს ლუქსემბურგის ენერგეტიკის მინისტრი კლოდ ტურმესი და აღნიშნავს, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროკომისიის წინადადებას წინააღმდეგ წავიდა, ეს უნგრეთი იყო. გეგმა მოიცავს სავალდებულო მიზნებს, რომ საგანგებო სიტუაციებში 15%-ით შემცირდეს ბუნებრივი აირის მოხმარება.