ევროპის კავშირის საბჭომ, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთზე დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა.
„ევროპის კავშირის საბჭომ, დღეს გადაწყვიტა 6 თვით, 2023 წლის 31 იანვრამდე, გაახანგრძლივოს შემზღუდველი ზომები, რომლებიც მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის კონკრეტული სექტორების წინააღმდეგ“- ნათქვამია განცხადებაში.