მე-5 საარტილერიო ბრიგადის ტაქტიკური საველე წვრთნები დასრულდა ვაზიანის პოლიგონზე.
საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მხარდამჭერ ქვედანაყოფებთან ერთად.
დასკვნით ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა წინასწარ განსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ოპერაცია განახორციელეს.