რუსეთი ოდესაზე თავდასხმას უარყოფს - ჰულუსი აკარი

24 ივლისი 2022, 11:09 929 ნახვა

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარი  რუსულ მხარეზე დაყრდნობით ამბობს,  რომ მათ აბსოლუტურად არაფერი აქვთ საერთო ამ თავდასხმასთან და რომ ისინი ამ საკითხს ძალიან ყურადღებით და დეტალურად იძიებენ. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა  სარაკეტო თავდასხმას ძალიან სამწუხარო უწოდა.

თურქეთმა, რომელიც მონაწილეობდა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების შუამავლობაში, მოუწოდა ყველა მხარეს გააგრძელონ შეთანხმებული თანამშრომლობა.

სტამბოლში 22 ივლისს უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების მოქმედების ვადა  120 დღეა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი