ქედაში ქართულ ჭიდაობაში მოზარდთა ღია ტურნირი მიმდინარეობს. შეჯიბრი დამსახურებული სპორტსმენების შალვა ტაბაღუასა და ილია არძენაძის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება.
შეჯიბრში 2005-2007 წლებში დაბადებული მოჭიდავეები მონაწილეობენ აჭარიდან, ასევე ზესტაფონის სასპორტო სკოლიდან.
სპორტულ ღონისძიებაში 50-მდე მოჭიდავეა ჩართული.