ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონები "თელავი" და "მართვე" გახდნენ

23 ივლისი 2022, 11:24 1460 ნახვა

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის 2022 წლის ჩემპიონები ცნობილია.
მამაკაცთა შორის ჩემპიონი "თელავი" გახდა. მეორე  ადგილზე "ქუთაისი" გავიდა, ხოლო მესამე ადგილს დინამო ბათუმი დასჯერდა.

მამაკაცთა შორის ტურნირი საუკეთესო ფეხბურთელი "თელავის" ფეხბურთელი გიორგი ჭვრიტიძე გახდა.
რაც შეეხება ქალთა გათამაშებას, აქ ჩემპიონის ტიტული ქუთაისის "მართვემ" მოიპოვა.

ვერცხლის მედლები  ხობის "კოლხეთს" დარჩა, ხოლო ბრინჯაო კი სოხუმის "დინამოს".

ქალთა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ "მართვეს" ფეხბურთელი ლანა გორგაძე დაასახელეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი