არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრა

22 ივლისი 2022, 11:57 708 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

პოლიტიკოსები სამოქალაქო სექტორთან ერთად მსჯელობენ თუ როგორი საკანონდებლო ინიციატივებით, კანონმდებლობითა და სამართლებრივი დოკუმენტებით შეიძლება თორმეტპუნქტიანი სამოქმედო გეგმის მიღება და შემუშავება, რომლის რეკომენდაციაც ევროკომისიამ მისცა ჩვენს ქვეყნას  და რომელიც აუცილებელი პირობაა  იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვენიჭოს.

არასამთავრობო ორგანიზაციებს ის ოპოზიციური სპექტრი ხვდება, რომლებიც უარს ამბობენ ქართულ ოცნებასთან სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას, რადგანაც მიაჩნიათ, რომ პროცესი მხოლოდ იმიტაციაა.

ოპოზიციაში მთავარ აქცენტს   დეოლიგარქიზაციის საკითხზე აკეთებენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი