ევროპელმა კანონმდებლებმა საქართველოში ვიზიტი დაასრულეს და ბოლოს ვისთანაც აუდიენცია გამართეს და მოსაზრებები გაცვალეს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე დააფიქსირეს პოზიცია ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, ასევე ევროკომისიის ჩანაწერებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან, პოლარიზაციის გაღრმავებისთვის გამოიყენება.