ზაფხულის ტესტ-მატჩების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შემოდგომის ტესტებისთვის ემზადება. გაირკვა „ბორჯღალოსნების“ პირველი მეტოქის ვინაობა. 5 ნოემბერს საქართველოსა და ურუგვაის დაპირისპირება შედგება. მატჩის გამართვის ადგილი და ზუსტი დრო მოგვიანებით დადგინდება.
აღსანიშნავია, რომ შემოდგომის ტესტების დაკსვნით და უპრინციპულეს მატჩს “ბორჯღალოსნები” უელსის წინააღმდეგ გამართავენ. 19 ნოემბერს “პრინციპალიტიზე” უელსი საქართველოს შეერკინება.
კიდევ ერთი მეტოქის ვინაობა, რომელსაც ქართველი მორაგბეები ნოემბერში დაუპირისპირდებიან ამ დროისათვის უცნობია.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ურუგვაის ბოლო დაპირისპირება 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე შედგა. D-ჯგუფის ეგიდით გამართულ შეხვედრაში “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე 33:7 დაამარცხეს.