"დინამო ბათუმი" უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში პოლონეთში პოზნანის ''ლეხთან'' დიდი ანგარიში 5-0 დამარცხდა.
სწრაფად მე-10 წუთზე სკორაშმა შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა და პოლონელები წინ გავიდნენ.
8 წუთში სკორაშს დუბლის გაფორმება შეეძლო, თუმცა კუპატაძის კარი ძელმა იხსნა.
24-ე წუთზე სხვაობა ჟაო ამარალმა გაზარდა. 6 წუთში მეკარესთან ერთ-ერთზე გასულ სკორაშმა ზუსტად ვერ დაარტყა და ''დინამო'' ისევ გადარჩა.
მალევე შანსი ისევ სკორაშს მიეცა, რომლის დარტყმული ბურთი კობახიძეს მოხვდა და ლაზარე კუპატაძის კარში ჩაეშვა.
საბოლოო ჯამში პირველი ტაიმი პოზნანელებმა 3-0 მოიგეს.
მეორე ნახევარში ''ლეხმა'' ისევ გაიტანა, 66-ე წუთზე ჟოაო ამარალმაც შეძლო დუბლის გაფორმება.
შეხვედრის კონპენსიერებულ დროში გუნდის კაპიტანმა შაკმა საბოლოო ანგარიში 5-0 დააფიქსირა.
ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 28 ივლისს ბათუმში 20:00 საათზე დაიწყება.