წლის პირველი ახალშობილები

01 იანვარი 2017, 00:00 1698 ნახვა

2017 წლის პირველ დღეს ბათუმის სამედიცინო კლინიკებში 2 პატარა დაიბადა. მედიკოსების განცხადებით, ბავშვები და ახალშობილების დედები თავს კარგად გრძნობენ. პირველი ახალშობილი სამშობიარო სახლში დილის 6 საათზე გაჩნდა. ალექსანდრე 2 კილოსა და 500 გრამს იწონის. ერთი საათის შემდეგ კი დედათა და ბავშვთა ცენტრში ანდრია მოევლინა ქვეყანას. ის 3 კილოსა და 400 გრამს იწონის და თავს კარგად გრძნობს.

ამავე კატეგორიაში