ზიგფრიდ ჩხაიძის სახელობის ტურნირი

20 ნოემბერი 2016, 00:00 2817 ნახვა

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში დღეს თავისუფალ ჭიდაობაში ფინალური შეხვედრები გაიმართა. ტურნირი ცნობილი სპორტსმენის ზიგფრიდ ჩხაიძის სახელობისაა და მასში 18 წონითი კატეგორიისა და 2 ასაკობრივი ჯგუფის 130 სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირი ტრადიციულია, იგი უკვე 9 წელია ტარდება. გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ამავე კატეგორიაში