ვაშლოვანში საპროტესტო აქცია დროებით შეწყდა

18 ნოემბერი 2016, 00:00 3046 ნახვა

სოფელ ვაშლოვანის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, რაც პოლიციის უფროსი ვახტან ბერიძე მათ დაპირდა,  რომ ოთხი  დღის განმავლობაში აჭარის მთავრობის თავმჯდომერეს შეხვდებიან.  შეგახსენებთ რომ ვაშლოვანის მოსახლეობა ოთხი დღის განმავლობაში მართავდა საპროტესტო აქციას და კომპანია აჭარისწყალი-ჯორჯიასგან რეაგირებას ითხოვდა, რის გამოც მათ გადაკეტილი ჰქონდათ ხულოს ცენტრალური მაგისტრალი და კომპანიის ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. მოსახლეობა კომპანიისგან უსაფრთხოების გარანტიას და გვირაბის მშენებლობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. 

ამავე კატეგორიაში