''ადამიანი ბორტს მიღმა'' – ერთობლივი სწავლება ბათუმის ნავსადგურში

14 ოქტომბერი 2016, 00:00 3572 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ოპერატიული ფლოტის საკომანდო ხომალდის “მაუნთ უიტნის” პირადი შემადგენლობა,  ქართველ სამხედროებსა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობასთან ერთად ძებნა-გადარჩენის პირველ ერთობლივ სწავლებებს ატარებს. სწავლების ლეგენდის თანახმად, წვრთნების მონაწილეები ღია ზღვაში ორი ადამიანის ძებნა-გადარჩენის ოპერაციას ატარებენ. ქართული მხარის შეფასებით, სწავლება სამხედროებს მოვალეობების უკეთ შესრულებაში დაეხმარება. წვრთნები 5 საათი გაგრძელდა. დღეს საღამოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, ხომალდზე საზეიმო მიღებას გამართავს.

ამავე კატეგორიაში