ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქედაში

14 ოქტომბერი 2016, 00:00 2743 ნახვა

ქედაში, დაბის კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიბის კეთილმოწყობა, ბარდიურებისა და დამცავი კედლის ჩამოსხმა, ასევე უსახური შენობების აღება, ქუჩების ასფალტირება და სანიაღვრე ახრების მოწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, რომელიც ნოემბრის ბოლოს დასრულდება, 215 ათასი ლარი დაიხარჯება. 

ამავე კატეგორიაში