ქუთაისში გრიგოლ აბაშიძის ქუჩაზე ბინა გაქურდეს

14 სექტემბერი 2020, 18:49 136 ნახვა

ქუთაისში გრიგოლ აბაშიძის ქუჩაზე ბინა გაქურდეს. სახლიდან წაღებულია ავეჯი და საოჯახო ტექნიკა.

მეზობლების ინფორმაციით, ბინა სავარაუდოდ 2-მა ახალგაზრდა ქალმა გაქურდა, რომლებიც ბინაში ქირით თითქმის ერთი თვე ცხოვრობდნენ.

მეზობლები ყვებიან რომ ახალგაზრდა ქალებმა მათ თავი რძალ-მულად გააცნეს.

შსს-მ გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო რაც ქურდობას გულისხმობს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში