ბათუმის საკლათბურთო გუნდის კალათბურთელი "პანათინაიკოსში" ითამაშებს

11 სექტემბერი 2020, 12:53 255 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო გუნდის ბერძენი კალათბურთელი, ნიკოლას დიპლაროსი ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბში, "პანათინაიკოსში" გადავიდა. ინფორმაცია ბერძნული კლუბის "ტვიტერის" გვერდმა დაადასტურა.

23 წლის დიპლაროსმა ბათუმურ გუნდში 6 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ შეხვედრაში 18 ქულას, 4.2 მოხსნა და 8.2 შედეგიან გადაცემას აკეთებდა. მისი სარგებელიანიბის კოეფიციენტი კი 19.5 იყო.

ის საქართველოს სუპერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო. მის ახალ გუნდს "პანათინაიკოსს" 6-ჯერ ევროლიგა, 38-ჯერ საბერძნეთის ჩემპიონატის და 19-ჯერ ქვეყნის აქვს მოგებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში