გამარჯვება უბრძოლველად

26 ივლისი 2020, 18:16 1673 ნახვა

ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე ივლისის ბაშოზე მეხუთე გამარჯვება უბრძოლველად მოიპოვა. ლევან გორგაძე დასავლეთის მე-13 მაეგაშირა კოტონოვაკას უნდა შეხვედროდა, თუმცა, 22 წლის იაპონელმა მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო და დოჰიოზე გასვლა ვეღარ შეძლო.

დარჩენილი შვიდი შეხვედრიდან ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად სამი გამარჯვებაც ეყოფა. ხვალ, გორგაძის მეტოქე აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირა, იშიურა იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში