ბრაზილიის პრეზიდენტის კორონავირუსის ტესტის შედეგი ისევ დადებითია

23 ივლისი 2020, 18:00 294 ნახვა

ბრაზილიის პრეზიდენტის კორონავირუსის ტესტის პასუხი ისევ დადებითია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ჟაირ ბოლსონაროს ტესტი სამჯერ ჩაუტარდა. ამჟამად ბოლსონარო პრეზიდენტის რეზიდენციაში თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რამდენიმე დღის წინ, ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა, რომ ის და ადმინისტრაციის კიდევ ოთხი მინისტრი მალარიის საწინააღმდეგო წამალს, ჰიდროქსიქლოროქინს სვამენ. ბრაზილიაში “კოვიდ 19” – ის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 80 ათასზე მეტი ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში