ბათუმის თოჯინების თეატრი სპექტაკლებს ღია სივრცეში გამართავს

22 ივლისი 2020, 13:03 185 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრი ღია ცის ქვეშ სპექტაკლების სერიას იწყებს. პირველი წარმოდგენა დღეს ბულვარში ჩატარდება. 20 საათზე ზღვისპირა პარკში მისული მაყურებელი ნახავს რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილი სპექტაკლი “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“, რომლის პრემიერაც დასმა წინა თეატრალურ სეზონში გამართა.

პანდემიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, 80 მაყურებელზე გათვლილი სივრცის მოწყობა უკვე მიმდინარეობს.  ბულვარში მონტაჟდება სპეციალური სცენა და დეკორაციები. თოჯინების თეატრის ადმინისტრაცია ღია სივრცეებისთვის სპექტაკლების ადაპტირებას გააგრძელებს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში