ბათუმში სპორტული ფილმების ფესტივალი დასრულდა. დაჯილდოვების ცერემონიაზე ორგანიზატორებმა სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლენილი საპრიზო კატეგორიის ფილმების ავტორები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.
სპორტულ თემატიკაზე შექმნილ საკონკურსო ფილმებიდან ჟიურიმ სამ კატეგორიაში-მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მხატვრული სრულმეტრაჟიანი და დოკუმენტური სრულმეტრაჟიანი ფილმებიდან საუკეთესოები გამოავლინა. ფესტივალის მიზანი კინემატოგრაფიაში სპორტის პოპულარიზაციაა.
პირველი საერთაშორისო სპორტული ფილმების ფესტივალი ,,ნიკე“ აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა. სპორტული ფილმების კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიც.