კულტურის მინისტრის სამუშაო ვიზიტი იტალიაში

22 ოქტომბერი 2025, 10:58 104 ნახვა

საქართველოს კულტურის მინისტრი იტალიაში ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის  შეხვდა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს.

მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრია, რომელიც შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ხელოვნების საკითხებს იკვლევს.

პროფესორმა გერჰარდ ვოლფმა 2023 წელს გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე წამოჭრილი გამოწვევების დასაძლევად, კონსერვაციის სფეროს საუკეთესო სპეციალისტები შეკრიბა.

ვიზიტის ფარგლებში, კულტურის მინისტრი ფლორენციის სან ჯოვანის ბაპტისტერიუმში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებს გაეცნო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე