ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი იწყება

02 დეკემბერი 2025, 10:15 78 ნახვა

დღეიდან ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი იწყება. მრავალფეროვანი შემოქმედებითი ღონისძიებები ქალაქში  ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალს გახსნის ფოლკროლური ანსამბლი “ბათუმი”, საფესტივალო დღეებში წარმოდგენილი იქნებიან  საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტები.

სცენაზე წარსდგებიან, იაპონელი პიანისტი უსუი ტოშიკი, აჰმედ ალ ჰაშემი, საერთაშორისო კონკურსი ფრენჩ რივიერა-ს ფინალისტი ბარბარე თათარაძე, ლეგენდალური ანსამბლი “ქართული ხმები” . 

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ანზორ ერქომაიშვილის სამტომეულის “საქართველო, ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია” პრეზენტაცია.

ასევე, 2-6 დეკემბრს, ფესტივალის სივრცეში წარმოდგენილი იქნება იაპონელი ქართველოლოგისა და ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორის ჰიროტაკე მაედას ფოტოგამოფენა „კავკასიისა და კავკასიური სამყაროს შესწავლა 1995–2015“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი