ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. ბათუმის დრამატულ თეატრში ფესტივალი ანსამბლ „ბათუმის“ კონცერტით გაიხსნა.
ფესტივალი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ქართველ შემსრულებლებთან ერთად უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტისა და UNESCO-ს პატრონაჟით, საქველმოქმედო ფონდ „ლირას” ორგანიზებითა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.
