შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

28 წუთის წინ 67 ნახვა

დღეიდან ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი იწყება. მრავალფეროვანი შემოქმედებითი ღონისძიებები ქალაქში  ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალს გახსნის ფოლკროლური ანსამბლი “ბათუმი”, საფესტივალო დღეებში წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტები.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ანზორ ერქომაიშვილის სამტომეულის “საქართველო, ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია” პრეზენტაცია.

ასევე, 2-6 დეკემბრს, ფესტივალის სივრცეში წარმოდგენილი იქნება იაპონელი ქართველოლოგისა და ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორის ჰიროტაკე მაედას ფოტოგამოფენა „კავკასიისა და კავკასიური სამყაროს შესწავლა 1995–2015“.

აჭარის კულტურის მინისტრის , ელისო ბოლქვაძის კომენტარი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში