„სოფლის ღირსება“ - საოპერო სპექტაკლი მუსიკალურ ცენტრში

31 ოქტომბერი 2025, 11:51 110 ნახვა

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“, ერთმოქმედებიანი ოპერის სპექტაკლი გაიმართა. სპექტაკლის რეჟისორი გიორგი თავაძეა, რომელმაც ეს სპექტაკლი 17 წლის წინ, 2008 წელს დადგა და მას მერე არაერთხელ გაიმართა ქართულ და უცხოურ სცენებზე. რამდენიმე წლიანი წყვეტის შემდეგ სპექტაკლი ისევ დაუბრუნდა ბათუმელ მაყურებელს. სპექტაკლი მთლიანად ბათუმის საოპერო სტუდიის, სახელმწიფო კაპელის და სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მიერ იყო წარმოდგენილი.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე