„პლატონი" - სპექტაკლის პრემიერა

24 ოქტომბერი 2025, 10:01 134 ნახვა

პრემიერა ღია სივრცეში. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა 89-ე თეატრალური სეზონი განსხვავებული ფორმატით გახსნა.

არმენ ჰოვანესიანის საავტორო, კამერული, მარიონეტული სპექტაკლი ,,პლატონი’’ XX საუკუნეში ბათუმში მოღვაწე ექიმის - პლატონ გიგინეიშვილის ბიოგრაფიულ მოტივებზეა აგებული.

პრემიერა სიმბოლურად პლატონ გიგინეიშვილის საცხოვრებელი სახლის ბათუმურ ეზოში სრული ანშლაგით გაიმართა.

სპექტაკლში თოჯინების მიერ გარდასახული სინთეზურად შერწყმული რეალობა და ფანტაზია იხილა ბათუმურ წვიმაში, ექიმის ისტორიულ ეზოში მისულმა მაყურებელმა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე