შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი

05 დეკემბერი 2025, 19:51 76 ნახვა

„ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ გრძელდება. ამჯერად, ფესტივალის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე ემირატებიდან მოწვეული ახალგაზრდა ვირტუოზი აჰმედ ალ ჰაშიმი და ასევე ახალგაზრდა ქართველი შემსრულებელი ბარბარე თათარაძე წარსდგნენ.

ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში და ფესტივალის საერთაშორისო მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე კულტურებს შორის დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. 

შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი ზღვისპირა ქალაქში 2 დეკემბერს გაიხსნა და ხვალ გრანდიოზული კონცერტით დაიხურება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში