სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუმინეთში გაემგზავრება. „არსიანის“ ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-რუმინეთის მეგობრობისადმი მიძღვნილი გალა კონცერტში.
გალა კონცერტი, სახელწოდებით „რიტმები საზღვრებს გარეშე“, 6 სექტემბერს კონსტანცას სახელმწიფო თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება.
შემოქმედებითი საღამო მიზნად ისახავს დამეგობრებულ ქალაქებს - ბათუმსა და კონსტანცას შორის კულტურული დიალოგის განმტკიცებას, ეროვნული თვითმყოფადი ფოლკლორის პოპულარიზაციას, ტრადიციული ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობის გაცნობას.