„ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" ხულოში

08 სექტემბერი 2025, 10:45 151 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში „ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ ხვალ 15 საათზე გაიხსნება. ფესტივალი წელს პირველად დაფუძნდა და მისი ლოკაცია ხულოს პროფესიული სახელმწიფო თეატრია.

ფესტივალი დისკუსიით გაიხსნება, შემდგომში კი დაგეგმილია სპექტაკლების ჩვენება. საჯარო დისკუსია-კონფერენციებს და სამუშაო შეხვედრებს მოწვეული საერთაშორისო სპეციალისტები ჩაატარებენ.

ღონისძიების მიზანია,  მაღალმთიანი თეატრებისთვის განკუთვნილი საერთაშორისო პლატფორმის დაარსება, მაღალმთიანი რეგიონისადმი ინტერესის გაძლიერება. საფესტივალო აქტივობები წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეებში.

"ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" 10 სექტემბერს დასრულდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი