თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის გასტროლი ქობულეთში. რეგიონებში ტურნეს ფარგლებში მსახიობებმა ქობულეთის კულტურის სახლის სცენაზე ჯონ პატრიკის კომედიის მიხედვით, ინკლუზიური სპექტაკლი “უცნაური ქალბატონი სევიჯი” ითამაშეს. წარმოდგენაში შშმ პირები პროფესიონალ მსახიობებთან ერთად თამაშობენ.
პიესა ქველმოქმედებაზე, სიკეთესა და ადამიანურ თანადგომაზეა. სპექტაკლის რეჟისორია ლუკა ინწკირველი. საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ინკლუზიურ სპექტაკლს დღეს ხულოში, 4 და 5 სექტემბერს კი ზუგდიდსა და სენაკში წარადგენენ. დასწრება თავისუფალია.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია პატარა მუნიციპალიტეტებში ადამიანებს მიეცეთ პროფესიული დასების და სპექტაკლების ნახვის შესაძლებლობა.