ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლას სასწავლებლის სტატუსი მიენიჭა

12 სექტემბერი 2025, 14:58 193 ნახვა

აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლას სასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

უწყების განმარტებით, ახალი სტატუსით სასწავლებელს შეუძლია დანერგოს მართვის, სწავლების, მეთოდოლოგიისა და მოსწავლეთა პროგრესის შეფასების ინოვაციური მეთოდები, ასევე გამოიყენოს მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ სასწავლებლებში აპრობირებული სასწავლო პროგრამები. 

დაწესებულების სასწავლებლად გარდაქმნა შექმნის საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმას, უზრუნველყოფს მასწავლებელთა და მოსწავლეთა პროფესიულ განვითარებას და ამ სახელოვნებო ინსტიტუტის ინოვაციურ საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბებას აცხადებენ აჭარის კულტურის სამინისტროში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი