თუმანიშვილის თეატრის საგასტროლო ტურნე ხულოში

03 სექტემბერი 2025, 09:59 136 ნახვა

ხულოს დრამატულ თეატრში საგასტროლო ტურნეს ფარგლებში თუმანიშვილის სახელობის თეატრმა ინკლუზიური სპექტაკლი „უცნაური ქალბატონი სევიჯი“ წარადგინა.

სპექტაკლი გამორჩეულია, იმით, რომ პროფესიულ მსახიობებთან ერთად სცენაზე შშმ პირები თამაშობენ. 

პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორცილედება.

საგასტროლო ტურნეს ფარგლებში სპექტაკლს ხვალ ზუგდიდში წარადგენენ, 5 სექტემბერს კი სენაკში.

ასმათ ტუნაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში