ერთიანი ეროვნული გამოცდები

08 ივლისი 2020, 19:24 1355 ნახვა

მესამე დღეა მიმდინაორებს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. დღეს ბათუმის საგამოცდო ცენტრებში რეგისტრირებული 682  აბიტურიენტიდან  28 არ გამოცხადდა. დაფიქსირდა ტემპერატურის მატების ერთი შემთხევვა და აბიტურიენტი ცალკე სექტორში გადაიყვანეს.  აბიტურიენტების თქმით, ტესტი საშუალო სიმძიმის იყო. მომდევნო სამ დღეს კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაა. ეროვნული გამოცდები 25 ივლისამდე გრძელდება.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში