კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა

05 ივლისი 2020, 12:25 1238 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა  3-ით გაიზარდა და 951 გახდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, კორონავირუსი  ქვეყანაში კიდევ 3 პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ  828  შეადგინა.

ცნობილია, რომ  ინფიცირების ახალი შემთხვევები იმპორტირებულია. კარანტინის რეჟიმში რჩება  3569 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 199,   უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში