კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა და 23 გამოჯანმრთელებული

02 ივლისი 2020, 10:45 1433 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 7 შემოტანილი, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა არ არის მძიმე.  

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს მათ რიცხვს კიდევ 23 ადამიანი შეემატა.   რაც შეეხება ბათუმს,   2 ინფიცირებულის ჯანმრთელობის  მდგომარეობა სტაბილურია.

მედიკოსების ინფორმაციით, მათ  განმეორებითი პისიარ ტესტირება  ისევ  ჩაუტარდებათ.  ორივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. ისინი რამდენიმე დღის წინ სარფის საბაჟოდან საეჭვო სიმპტომებით ცხელების ცენტრში მოათავსეს. აჭარაში  ბოლო 24 საათში ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში