აბიტურიენტთა ნაწილისთვის მისაღები გამოცდების წესი იცვლება

24 ივნისი 2020, 20:28 356 ნახვა

მხოლოდ წელს, შეცვლილი წესით მოუწევთ გამოცდების ჩაბარება, სპორტულ და სახელოვნებო მიმართულებებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს. შემოქმედებით ტურში მომავალი სტუდენტები გამოცდას, ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ჩააბარებენ.

თუმცა საკუთარი სურვილით მოქმედი სტანდარტი აირჩია ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტმა და აქ საშემსრულებლო პროგრამებზე შიდა გამოცდები ხვალ იწყება. აბიტურიენტთა მოსაზრებები ორ ნაწილად იყოფა, ზოგს შემოქმედებით ტურში გამოცდა, ეროვნულების შედეგების გამოქყვეყნების შემდეგ მიაჩნია მიზანშეწონილად, რადგან მოსამზადებლად მეტი დრო და გაგებული პასუხების შემდეგ მეტი მოტივაცია ექნებათ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში