სპორტული დარბაზების გახსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ისინი მოთხოვნების შესრულებას - სამინისტრო

08 ივნისი 2020, 16:36 1730 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, განცხადებით, სპორტული დარბაზების გახსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ისინი მოთხოვნების შესრულებას.

ბექა ფერაძე განმარტებით, მიმდინარე კვირაში დაგეგმილია სპორტული დარბაზების წარმომადგენლებთან შეხვედრა ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით.

„გახსნის პროცესი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად არიან ისინი მზად, რამდენად მარტივად შეძლებენ, ადაპტირდნენ იმ მოთხოვნებთან, რომლებიც ჩვენ მიერ იქნება განსაზღვრული. ბუნებრივია, ეპიდსიტუაციამ უნდა მოგვცეს ამის საშუალება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოთხოვნები არ იყო განსაზღვრული, მოთხოვნებზე ახლა მიმდინარეობს სამუშაოები“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

შემმოწმებელი იქნება შრომის ინსპექცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა უწყებებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი