ნაპოვნი  შვლის ნუკრი  ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს  

31 მაისი 2020, 18:08 782 ნახვა


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოქალაქემ  საკუთარი სახლის ეზოსთან შველი იპოვა. ინფორმაცია  გარემოს დაცვის სამინისტროს შეატყობინა. ზედამხედველობის სამსახურის  დეპარტამენტის თანამშრომლებმა  კი შვლის ნუკრი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს.

მკურნალობის დასრულების შემდეგ   წითელ ნუსხაში შესულ ცხოველს, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე,  ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში