აჭარაში covid-19-ზე ჩატარებული 191 ტესტის პასუხი უარყოფითია 

29 მაისი 2020, 11:29 1639 ნახვა

30 დღეა ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, covid-19-ზე ჩატარებული 191 ტესტის პასუხი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 28 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა (იმპორტირებული) დადასტურდა 14 მარტს.

ამჟამად აჭარაში კოვიდ დადებითი პაციენტი არ არის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში