გაეროს შეფასება

29 სექტემბერი 2016, 00:00 2779 ნახვა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით არსებულ რთულ ვითარებაზე ერთობლივი განცხადება გაკეთდა. რომელშიც გამოთქმულია ღრმა შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო. განცხადება ხაზს უსვამს რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობას, დამოუკიდებელი და ობიექტური ანგარიშების მომზადების აუცილებლობას, ასევე უმაღლესი კომისრის ოფისის, სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელთა, ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების მეტი ჩართულობის საჭიროებას. გაერო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

ამავე კატეგორიაში