“არანაირი მნიშვნელობა  არ აქვს, ვის რა აზრი აქვს, არის 728 დადასტურებული შემთხვევა, დამთავრდა” - მარინა ეზუგბაია

23 მაისი 2020, 15:24 1516 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  728 დადასტურებული  შემთხვევაა,   თუმცა ჩვენი ქვეყნის სტატისტიკაში ეჭვი შეაქვს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს. არსენ ტოროსიანის მტკიცებით, საქართველოდან სომხეთში ჩასულ არაერთ ადამიანს  დაუდგინდა კორონავირუსი. მას აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები. “არანაირი მნიშვნელობა  არ აქვს, ვის რა აზრი აქვს, არის 728 დადასტურებული შემთხვევა, დამთავრდა”! - ასე პასუხობს  სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი.

ცნობისთვის,  ბოლო 24 საათში კორონავირუსით  ინფიცირების  5  ახალი შემთხვევა გამოვლინდა ქვეყანაში, 14  კი გამოჯანმრთელდა. 5 ახალი შემთხვევიდან 3  დაავადებულებთან კონტაქტირებული პირია, 2 კი საკარანტინე სივრციდანაა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 207 პაციენტი  მკურნალობს, გამოჯანმრთელებულების  რაოდენობა კი 290-ით მეტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში