ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სკოლის, ახალი სპორტული და სააქტო დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

22 მაისი 2020, 18:23 2479 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სკოლის, ახალი სპორტული და სააქტო დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, განახლდა სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობა. შენობა 430 მოსწავლეზეა გათვლილი.

ახალი სპორტული და სააქტო დარბაზის მშენებლობა ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში ხორციელდება. ეზოში განთავსდება ღია სპორტული მოედანიც. ინფრასტრუქტურა 220 მოსწავლეზეა გათვლილი. პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტრულ და  სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში