ერთკაციანი აქცია-პერფომანსი ბათუმის საკრებულოსთან

05 მაისი 2020, 11:18 2133 ნახვა

ერთკაციანი აქცია-პერფომანსი ბათუმის საკრებულოსთან. ნაციონალური მოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძე წარმომადგენლობით ორგანოსთან სხვადასხვა ნივთებით მივიდა და ირწმუნება, რომ  ამ ინვენტარის უკან კონკრეტული თვითდასაქმებული ადამიანები დგანან, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო უმუშევრები დარჩნენ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი საკრებულოს თავმჯდომარისგან ითხოვს, ჩანიშნოს რიგგარეშე სხდომა სადაც ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმა უნდა განიხილონ.

ჩაინიშნება თუ არა ოპოზიციის მოთხოვნით რიგგარეშე  სხდომა - საკრებულოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ წერილობით განცხადებაზე პასუხი ხვალ იქნება ცნობილი. სატელევიზიო კომენტარი კი არ გაკეთებულა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი