საქართველოში კორონავირუსი კიდევ ორმა პაციენტმა დაამარცხა

08 აპრილი 2020, 19:38 3291 ნახვა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია  სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 208  შემთხვევა არის  დადასტურებული, მათ შორის უკვე გამოჯანმრთელდა 50 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 4682  ადამიანი, სტაციონარში კი 375 პირი რჩება.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში