პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 22 წლის ქართველი მეზღვაური გაუჩინარდა

04 აპრილი 2020, 11:16 26565 ნახვა

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 22 წლის ქართველი მეზღვაური დაიკარგა. ოჯახის წევრების ინფორმაციით გემი სახელწოდებით "იასემინი", რომელიც მაროკოდან ესპანეთის მიმართულებით ასრულებდა მარშუტს შუა ზღვაში იმყოფებოდა რა დროსაც მეზღვაური გაუჩინარდა. იგი ბოლოს გემზე 26 მარტს ნახეს, ინფორმაცია კი დაკარგვის შესახებ ოჯახმა 29 მარტს გაიგო.

გემის ეკიპაჟის წევრებს შორის კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური იმყოფება,თუმცა დაკარგულის ახლობლები მასთან დაკავშირებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ. 22 წლის მეზღვაურის დაკარგვის შესახებ ოჯახს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეატყობინა.

 

ფოტო: სოციალური ქსელიდან

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი