საფრანგეთი იტალიის გვერდით დგას - ემანუელ მაკრონი

28 მარტი 2020, 15:03 1097 ნახვა

საფრანგეთი იტალიის გვერდით დგას, -ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა იტალიურ გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა. „ბევრს საუბრობენ ჩინეთის და რუსეთის დახმარებაზე, იმას რატომ არ ამბობენ, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ იტალიას 2 მილიონი ნიღაბი და ათობით ათასი ხალათი გაუგზავნა?- ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ეს დასაწყისია და ჩვენ არ უნდა მოვიწამლოთ იმით, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეტოქეები ამბობენ“,-აღნიშნა მაკრონმა.

მისივე თქმით, ახლა, მეტი სოლიდარობაა საჭირო, რომ კონტინენტი და მსოფლიო ვირუსს გაუმკლავდეს. „თუ ჩვენ,  ჩვენს სოლიდარობას ვერ გამოვხატავთ ახლა, იტალია, ესპანეთი გვეტყვიან: სად იყავით მაშინ, როცა ჩვენ ფრონტის ხაზზე ვიდექით?  მე არ მინდა ასეთი ეგოისტი და დაყოფილი ევროპა“,-აღნიშნა მაკრონმა. მეტი სოლიდარობისკენ მოუწოდებს ქვეყნებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიის პრეზიდენტი. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ამბობს, რომ ვირუსს ეროვნება არ აქვს და ტკივილი საზღვრებთან არ ჩერდება“.

მან გერმანიის საავადმყოფოები იტალიელი პაციენტების მიღების გამო შეაქო და დასძინა, რომ მეტი „ასეთი ევროპული სოლიდარობის გამოვლინებაა საჭირო“. თქვა, რომ  „ჩვენი მომავალი ერთმანეთისგან იზოლაციაში არ არსებობს, ჩვენი მომავალი ერთიან ცოდნაშია“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში