120/30 საარჩევნო მოდელის კანონპროექტი პარლამენტში დღეს შევა

11 მარტი 2020, 12:46 657 ნახვა

კანონპროექტი 120/30-ზე რომელიც  1 პროცენტიან ბარიერს და 40 პროცენტიან ე.წ. ჩამკეტ მექანიზმს ითვალისწინებს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება.ინიცირებისათვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. მოგვიანებით კი პლენარულ სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განმხილველი კომისია შეიქმნება და საყოველთაო სახალხო განხილვის ერთთვიანი პროცესი დაიწყება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების ყველა ნაწილი უნდა შესრულდეს, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლების ჩათვლით.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში