ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი დახმარებას ითხოვს

26 თებერვალი 2020, 14:30 320 ნახვა

ჩაისუბანში  ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილი 7 წევრიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. მამულაძეები ამბობენ, რომ საცხოვრებლის არ არსებობის გამო 2 მცირეწლოვანთან ერთად ღამეს ავტომობილში ათევენ.

ჩაისუბნის რწმუნებული ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ დაზარალებულებს ბინის საქირავებლად 400 ლარი შესთავაზეს, თუმცა მამულაძეების ინფორმაციით,  ეს თანხა ქირისთვის საკმარისი არ არის.  ხანძარი ჩაისუბანში 2 დღის წინ მოხდა. ქობულეთის მერიაში ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი